NBA: დონჩიჩმა და ირვინგმა იფრინა - დალასი სუპერფინალშია
გამთენიისას NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალის მეხუთე შეხვედრა გაიმართა, სადაც „დალასმა“ „მინესოტას“ სტუმრად 124:103 მოუგო და სერია 4:1-ზე დაუსრულა.
ლუკა დონჩიჩისა და კაირი ირვინგის დუეტი ამჯერადაც შეუჩერებელი იყო - 36-36 ქულით მათი „პერფორმანსი“ შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა.
აღსანიშნავია, რომ დონჩიჩს ორმაგი დუბლი ჰქონდა - 36 ქულა და 10 მოხსნა. პირველ მეოთხედში სლოვენიელმა 20 ქულის ჩაგდება მოახერხა. და ზოგადად „დალასმა“ შეხვედრის ბედი დიდ შესვენებამდე გადაწყვიტა - 69:40.
„მინესოტას“ ლიდერებმა კარლ ენტონი თაუნსმა და ენტონი ედვარდსმა 28-28 ქულა ჩააგდეს, რაც საკმარისი არ გამოდგა.
ამრიგად, 2024-25 წლების სეზონის სუპერფინალში „დალასი“ „ბოსტონის“ წყვილს ვიხილავთ. „სელტიკსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „ინდიანას“ 4:0 მოუგო.
სუპერფინალების პირველი შეხვედრა 7 ივნისს 04:30 საათზე გაიმართება.