თორნიკე გაფრინდაშვილი
Aa
Aa

გაფრინდაშვილის კარგი მატჩი | საგოლე გადაცემა და აქტიურობა პლეიოფში

„არკა გდინია“, რომლის რიგებშიც, იჯარის წესით, თორნიკე გაფრინდაშვილი ასპარეზობს, პოლონეთის ექსტრაკლასას საგზურისთვის იბრძვის. „არკა გდინიამ“ პოლონეთის რანგით მეორე დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა და პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი პირველი მეტოქე „ოდრა ოპოლე“ გახლდათ.

ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მოწინააღმდეგეს შანსი არ დაუტოვა, 4:2 იმარჯვა და ფინალში გავიდა. გაფრინდაშვილმა 80 წუთი ითამაშა, „არკა გდინიას“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა და საკუთარი გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეხვედრაში ანგარიში „ოდრა ოპოლემ“ გახსნა და 35-ე წუთზე დაწინაურდა. „არკა გდინიამ“ წონასწორობა 42-ე წუთზე აღადგინა, 44-ზე კი გაფრინდაშვილის საგოლე გადაცემით, კაროლ ჩუბაკმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 2:1. მე-60 წუთზე, თორნიკემ ფლანგზე ბრწყინვალედ ითამაშა და საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც ავტოგოლი მოჰყვა. დარჩენილ დროში გუნდებმა გოლები გაცვალეს და „არკა გდინია“ ფინალში გავიდა.

გაფრინდაშვილის და კოლექტივი პლეიოფის საგზურისთვის „მოტორ ლუბლინს“ დაუპირისპირდებიან, რომელმაც „ლეჩნას“ 1:0 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Le Parisien: კვარა პსჟ-ს ნომერ პირველი სამიზნეა, ეს რთული ოპერაცია იქნება
Le Parisien: კვარა პსჟ-ს ნომერ პირველი სამიზნეა, ეს რთული ოპერაცია იქნება