ლიგა 1-ის პლეი ოფი: მეცი სტუმრად სენტ ეტიენთან დამარცხდა
საფრანგეთის ლიგა 1-ში ადგილისთვის საპლეიოფო დაპირისპირების პირველი მატჩი გაიმართა, სადაც „სენტ ეტიენმა“ „მეცს“ უმასპინძლა და...
პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის კარგი შანსი გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა, რომელმაც მე-15 წუთზე ცრუმოძრაობის შემდეგ მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა.
31-ე წუთზე ქართველ ფორვარდს ფეხში ჩაარტყეს, რასაც ძლიერი ტკივილი მოჰყვა, მაგრამ საბედნიეროდ სერიოზული არაფერი ყოფილა.
„სენტ ეტიენი“ ტაიმს მე-19 წუთზე იბრაჰიმ სისოკოს გოლით იგებდა, თუმცა ისმაელ ტრაორემ 45-ე წუთზე გათანაბრება შეძლო და შესვენებაზე გუნდებმა ფრე დააფიქსირეს.
მეორე ტაიმში ბევრი მომენტი არ შექმნილა. ტემპი დაბალი იყო, ისევე როგორც ორივე გუნდის სათამაშო კლასი. საბოლოოდ, ყველაფერი „მეცის“ მეკარის ოკიჯას მიუტევებელმა შეცდომამ გადაწყვიტა, რომელმაც გამოსვლისას უხეში შეცდომა დაუშვა და 81-ე წუთზე კარდონას გატანის საშუალება მისცა.
ამრიგად, ყველაფერი 2 ივნისს (19:00) განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება.