მეცმა აიაქსიდან მიქაუტაძე გამოისყიდა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „მეცმა“ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსისგან“ 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა. ინფორმაციას ნიდერლანდული „ტელეგრააფი" ავრცელებს.
ქართველი ფორვარდი ამსტერდამელებმა გასულ ზაფხულს 16 მილიონ ევროდ შეიძინეს, თუმცა კლუბში არსებული შიდა პრობლემების ფონზე, მიქაუტაძეს თამაში თითქმის არ უწევდა და როცა თამაშობდა მისთვის შეუფერებელ პოზიციაზე იყენებდნენ.
ფრანგულმა კლუბმა ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი გააქტიურა და 13 მილიონი გადაიხადა. ამრიგად, „მეცი“ ზაფხულში მიქაუტაძის გაყიდვას თავად შეეცდება და ეს ფინანსურად მათთვის გაცილებით მომგებიანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „მეცის“ რიგებში 20 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
???? - JUST IN: Metz have activated the option to purchase Georges Mikautadze. Ajax will receive €13M which can be used on the transfer market! [@telegraaf] pic.twitter.com/XqHUTQc1cg
— ???????????? ???????????????? ???? (@TheEuropeanLad) May 30, 2024