ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, მიკელე პადოვანი
Aa
Aa

„კვარა კონტეს ხელში ბევრს გაიტანს, ხვიჩა თავიდან დაიბადება“

ნეაპოლური რადიო Kiss Kiss Napoli ანტონიო კონტეს მეგობარს მიკელე პადოვანის ესაუბრა, რომელმაც საინტერესო განცხადებები გააკეთა.

როგორც ცნობილია, საკმაოდ მალე, ანტონიო კონტე „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ახლა ყველას აინტერესებს, როგორი იქნება იტალიელის გეგმები სატრანსფერო თვალსაზრისით.

„კვარა განსაკუთრებული ფეხბურთელია და კონტეს რა თქმა უნდა, ძალიან მოეწონება. ანტონიო მას ისეთ პოზიციაზე დააყენებს, რომ გოლის გატანის ბევრი შანსი მიეცება, ასევე კარის წინ ხშირად აღმოჩნდება. ხვიჩას მის ხელში თავიდან დაიბადება.

რაც შეეხება ჯოვანი დი ლორენცოს, კონტესთვის ის იდეალური იქნება 3-მცველიან სქემაში. ნაპოლის კაპიტანი ბევრად უფრო მშვიდად იქნებოდა ახალი გუნდის დაცვის ორგანიზებაში. კონტეს გამარჯვება სურს.

ოსიმენის გაყიდვით მიღებული საგანძური (ფინანსური სარგებელი), კლუბს შემადგენლობის გაძლიერების საშუალებას მისცემს. გუნდს ერთ პოზიციაზე მინიმუმ სამი ძლიერი მოთამაშე ეყოლება“.

- განაცხადა პადოვანიმ, რომელიც წარსულში „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახლდათ.

პადოვანის სიტყვებიდან გამომდინარე (ისედაც ნათელი იყო) აშკარაა, რომ კონტე „ნაპოლის“ თავის საყვარელ სქემებზე გადააწყობს - 3-4-3 და 3-5-2 ანტონიოს ფავორიტი მონახაზებია. კვარა ამ სქემაში მეორე ფორვარდის როლს მოირგებს, რომელზეც ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. ის სუფთა გარემარბი აღარ იქნება და მარცხენა მცველის დაზღვევა აღარ მოუწევს.

ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კვარაცხელია პსჟ-ში არ გადავა და გაისადაც „ნაპოლიში“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ კვარას გაუშვებენ, ნაპოლის თამაშებს აღარ ვუყურებ“ | რა თქვა ფლორო ფლორესმა
„თუ კვარას გაუშვებენ, ნაპოლის თამაშებს აღარ ვუყურებ“ | რა თქვა ფლორო ფლორესმა