კარვახალი: როცა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს, ჩვენს მეტოქეებში შიშს ვნერგავთ
დანი კარვახალი განმარტავს, რას ნიშნავს ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალისთვის“ და როგორი შიშის ქვეშ თამაშობენ მათი მეტოქეები „სანტიაგო ბერნაბეუზე“.
- რეალს შეუძლია ბოლო 10 წელიწადში ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ მოიგოს. როგორ ახსნით ამ გუნდის უნარს, რომ მუდმივად იბრძოლოს ამ ტიტულისთვის?
„ჩემპიონთა ლიგა ბევრს ნიშნავს რეალისთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის და იმისთვის, რასაც ჩვენი კლუბი წარმოადგენს. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჟღერს, ჩვენ მეტოქეებში შიშს ვნერგავთ.
არ ვიცი როგორ ავხსნა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვახერხებთ ტიტულისთვის ბრძოლას. ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები და ტრანსფორმირებულები ვართ, როდესაც ამ მაისურს ვატარებთ“,
- განაცხადა მადრიდის „რეალის“ მარჯვენა მცველმა.
2023/24 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალსა“ „დორტმუნდს“ შორის, შაბათს, ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გაიმართება.
აქვე გეტყვით, რომ „სამეფო კლუბს“ ბოლო 8 ფინალიდან ყველა მოგებული აქვს.