ხვიჩა კვარაცხელია, ნასერ ალ ხელაიფი, აურელიო დე ლაურენტისი, რანდალ კოლო მუანი, გონსალუ რამუში
Aa
Aa

Le Parisien: კვარა პსჟ-ს ნომერ პირველი სამიზნეა, ეს რთული ოპერაცია იქნება

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ირგვლივ ახალი ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება. იტალიურთან ერთად ფრანგული პრესაც აქტიურად წერს.

ამჯერად ცნობილი ფრანგული გამოცემის Le Parisien-ის ჟურნალისტი ადრიენ შანტეგრელი წერს, რომ პსჟ-ს მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელიაა.

„პსჟ ამ ზაფხულს მბაპეს რეალში გაუშვებს და კლუბი ახალ ეპოქას დაიწყებს. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის მთავარი სამიზნე ხვიჩა კვარაცხელია იქნება. პარიზელები ეძებენ არა ტოპ ფორვარდს, არამედ მარცხენა გარემარბს, რომელიც მარჯვენა ფეხით თამაშობს. რამდენიმე კვირის წინ, რომში კვარას წარმომადგენლებსა და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები შედგა.

ლუიშ კამპუში რომში მამუკა ჯუღელთან შესახვედრად წავიდა. ცხადია, ხვიჩა და მისი გარემოცვა ამ პროექტის მიმართ გულგრილები არ არიან. მბაპეს წასვლის შემდეგ, პსჟ-ს სატრანსფერო ბაზრისთვის ფინანსურად დიდი ბიუჯეტი აქვს. მაგრამ რამდენი ღირს კვარა? ვიცით, რომ დე ლაურენტისი ბაზარზე მკაცრი იქნება. ვფიქრობთ, პსჟ-ს შეუძლია ხვიჩას სანაცვლოდ 80-90 მილიონი დახარჯოს, მაგრამ ეს ნაპოლის დასარწმუნებლად საკმარისი არ იქნება.

პსჟ-სა და ნაპოლის კარგი ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ვფიქრობთ, ეს რთული ოპერაცია იქნება. პარიზელებს ხვიჩას შეძენა ძალიან სურთ, რომელსაც პარიზში განსაკუთრებული ხელფასის მიღება შეუძლია. ანაზღაურება, რომელსაც მაგალითად, ნაპოლიში ვერასდროს მიიღებს. დღეს კვარა არის ფეხბურთელი, რომლის შეძენაც პსჟ-ს სურს. მისი გაფორმება ბევრად უფრო მეტად სურთ, ვიდრე ვიქტორ ოსიმენის.

კლუბს სურს ნდობა გამოუცხადოს გასულ სეზონში შეძენილ კოლო მუანისა და გონსალუ რამუშს. ამიტომ, პარიზელები ტოპ კლასის ახალ ცხრა ნომერს არ შეიძენენ. კლუბმა დიდი ინვესტიცია განახორციელა და ურჩევნიათ დრო დაუთმონ, ვიდრე ოსიმენში 100 მილიონი გადაიხადონ, რაც ჩემი აზრით, არც ლუის ენრიკეს სურს...“

- წერს ფრანგი ჟურნალისტი.

როგორც ცნობილია, პსჟ 100 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არის, თუმცა დე ლაურენტისი მეტის მიღებას გეგმავს და სიტუაციას ხელოვნურად ართულებს. თავად კი კვარას არასასურველ პირობებს სთავაზობს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ჩახლართულსა და რთულს ხდის.

პსჟ-სა და ხვიჩას შორის პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება უკვე არსებობს. ამჟამად მთავარი დე ლაურენტისის დაყოლიებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სოსიედადის მეკარემაც გამოარჩია | მამარდა რემიროს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში
სოსიედადის მეკარემაც გამოარჩია | მამარდა რემიროს სეზონის სიმბოლურ ნაკრებში