„თუ კვარას გაუშვებენ, ნაპოლის თამაშებს აღარ ვუყურებ“ | რა თქვა ფლორო ფლორესმა
„ნაპოლის“ „სასუოლოსა“ და „ჯენოას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო ფლორო ფლორესმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ანტონიო კონტეს ფორმაციის „პარტენოპეიზე“ ილაპარაკა. ფლორო ფლორესმა პირობა დადო, რომ თუ „ნაპოლი“ „კვარას“ გაუშვებს, ნეაპოლელთა თამაშების ყურებას შეწყვეტს.
„როგორ ვხედავ კვარაცხელიას კონტეს სქემაში? ხვიჩა საუკეთესოდ გამოიყურება გარემარბის პოზიციაზე, როცა ფლანგზე თავისუფლად მოქმედების საშუალება აქვს, კონტეს გუნდებს კი სინქრონიზებული თამაში ახასიათებთ. ამ მომენტისთვის, კვარას მის სქემაში ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება, უბრალოდ არ მესმის, რა მოხდება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ კონტე შესანიშნავი სპეციალისტია და მისნაირი გამოცდილების მქონე მთავარმა მწვრთნელმა იცის, კონკრეტულ ფეხბურთელებთან სამუშაოდ, ადაპტაცია როგორ მოახდინოს. კვარაცხელიას მომავალს რაც შეეხება, უდიდესი ალბათობით, ნაპოლის თამაშებისთვის თვალის დევნებას შევწყვეტ როგორც კი კვარაცხელიას გაყიდიან.
ხვიჩა არის მოთამაშე, ვის გამოც, ბილეთის შეძენა ღირს. ქართველი გარემარბი ელეგანტური ფეხბურთელია და მისი თამაში ლამაზი სანახავია. კვარაცხელიასნაირი ფეხბურთელის ყოლა ყველა მწვრთნელის სურვილია და ვფიქრობ, კონტეც ამ აზრზეა“.
შეგახსენებთ, რომ ავტორიტეტული იტალიური გამოცემები დარწმუნებული არიან, რომ „ნაპოლის“ მომდევნო თავკაცი კონტე იქნება, ფრანგულ პრესაში კი „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ. რამდენიმე საათის წინ, დაიწერა, რომ პსჟ-მ „პარტენოპეის“ წინადადებით მიმართა და ქართველი გარემარბის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა.