გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰოლანდი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარაცხელია

CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა სატრანსფერო ფასის დასადგენადაც, საკუთარი სტატისტიკური მოდელი გამოიყენა. CIES-მა ტოპ 100 შემოგვთავაზა და საუკეთესოთა შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

„ნაპოლის“ ქართველი გარემარბი 37-ე პოზიციას იკავებს და მისი ღირებულება 98.3 მილიონი ევროა. „კვარაზე“ ძვირად CIES-მა სერია A-ში მოთამაშე მხოლოდ ერთი ფეხბურთელი შეაფასა და რაფაელ ლეაუ გამოარჩია, ვისი ფასიც 101.5 მილიონი ევროა. კვარაცხელიას თანაგუნდელის, ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ღირებულება 85.6 მილიონი ევროა, გიორგი მამარდაშვილი კი ტოპ 100-ში ვერ მოხვდა.

CIES-ის რეიტინგში პირველ ადგილს ჯუდ ბელინგემი იკავებს - 280.4 მილიონი ევრო. მეორე პოზიციაზე ერლინგ ჰოლანდს ვხედავთ - 255.3 მილიონი, ვინისიუს ჟუნიორი მესამეა - 240.8 მილიონი, როდრიგო გოეში - მეოთხე (220.7 მილიონი), ხოლო ხუთეულს ფილ ფოდენი ასრულებს - 203.8 მილიონი.

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ფასი 80 მილიონი ევროა. ის სერია A-ში მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და მხოლოდ ვიქტორ ოსიმენს, ლაუტარო მარტინესსა და რაფაელ ლეაუს ჩამორჩება. მარცხენა გარემარბის პოზიციაზე კი, მსოფლიოს მასშტაბით, მასზე წინ მხოლოდ ლეაუ და ვინისიუსი არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ მამარდას ფასი გაზარდა! - რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებები შეჩერდა
ვალენსიამ მამარდას ფასი გაზარდა! - რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებები შეჩერდა