რობერტო მარტინესი, პორტუგალია
Aa
Aa

პორტუგალია მზადებას 2 ივნისს დაიწყებს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქის, პორტუგალიის ნაკრების გეგმების შესახებ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდზე ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა. მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით გუნდი სრულად 2 ივნისს ლისაბონში, სიუდად-დე-ოიერაშის ბაზაზე შეიკრიბება. ბუნებრივია არსებობენ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც სხვებთან შედარებით გადატვირთული საკლუბო სეზონი ჰქონდათ და ისინი დამატებით ორდღიან დასვენებას მიიღებენ. ესენი არიან: კრიშტიანუ რონალდუ, ბერნარდუ სილვა, დიოგუ ჟოტა, პეპე, ბრუნუ ფერნანდეში და ჟოაუ ფელიქსი.

საწვრთნელი პროცესის დაწყებიდან ზუსტად ორ დღეში, 4 ივნისს, რობერტო მარტინესის მომზადებული გუნდი „ჟოზე ალვალადეზე“ ფინეთის ნაკრებთან საკონტროლო შეხვედრას გამართავს. ამას 8 ივნისს უკვე ხორვატებთან სპარინგი მოჰყვება, რომელიც ასევე ლისაბონში, ოღონდ „ეშტადიუ ლა ლუშზე“ შედგება. 11 ივნისს კი, გერმანიაში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, სპარინგების სერიას „ლუზიტანები“ ირლანდიის ნაკრებთან თამაშით დაასრულებენ.

კონტინენტის პირველობის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები მესამე ტურში დაუპირისპირდებიან. იქამდე კი რობერტო მარტინესის გაწვრთნილი პირენეელები 18 ივნისს ჩეხებს, 22 ივნისს კი თურქებს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ, ლეაუ, ფელიქსი და სხვები | პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ისთვის
რონალდუ, ლეაუ, ფელიქსი და სხვები | პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ისთვის