„თამაშამდე ვთქვი, რომ სამ ქულას ავიღებდით“ - ლობჟანიზე ინტერ მაიამისთან დუბლზე
„ატლანტა იუნაიტედის“ ქართველმა შემტევმა, საბა ლობჟანიძემ „ინტერ მაიამისთან“ დუბლისა და გამარჯვების შემდეგ, ამერიკულ მედიასთან განვლილი მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
რა თქვა ლობჟანიძემ:
„ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. თამაშის წინ ვთქვი, რომ აქ სამი ქულისთვის მოვედით. ჩემს გუნდს კარგად ვიცნობ და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. მართალია, გამარჯვებისთვის ბრძოლა მოგვიწია, მაგრამ თამაშამდე ძალიან კარგი განცდა მქონდა“.
შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიას, „ატლანტა იუნაიტედმა“ სტუმრად ლეო მესის, ლუის სუარესის, სერხიო ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას „ინტერ მაიამი“ 3:1 დაამარცხა, საბა ლობჟანიძემ კი დუბლი შეასრულა.
ინტერ მაიამი 1:3 ატლანტა იუნაიტედი