ტორინო, საბა საზონოვი, მოსკოვის დინამო
Aa
Aa

ტორინო საზონოვს იჯარით გაუშვებს - ინტერესი რამდენიმე კლუბისგანაა

იტალიური „ტორინო“ საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის იჯარის წესით გაშვებას განიხილავს. რუსული სააგენტო Sport-Express-ის ცნობით, ტურინელები ყველა შემოთავაზებას განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, საზონოვის დამატებით რამდენიმე რუსული კლუბი ინტერესდება, თუმცა, კონკრეტული წინადადება ჯერ არავისგან ყოფილა. რამდენიმე კვირის წინ იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ ქართველი მცველის იჯარის წესით დამატებას მისი ყოფილი კლუბი, მოსკოვის „დინამო“ ფიქრობდა.

საბა საზონოვი „ტორინოში“ 2023 წლის აგვისტოში გადავიდა. ტურინელებმა მისი ტრანსფერის სანაცვლოდ მოსკოვის „დინამოს“ 2.75 მილიონი ევრო გადაუხადეს.

22 წლის მცველს ტურინულ გუნდში რეგულარული სათამაშო დრო არ ეძლეოდა. საზონოვი გასულ სეზონში „ტორინოს“ შემადგენლობაში 12 შეხვედრაში გამოჩნდა და აქედან, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ მოგვევლინა. საბას ტურინელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის სიმბოლური ნაკრები | კანისარესის აზრით მამარდა ლა ლიგაში საუკეთესო იყო
სეზონის სიმბოლური ნაკრები | კანისარესის აზრით მამარდა ლა ლიგაში საუკეთესო იყო