ვილი სანიოლი, ვლადიმერ დვალიშვილი, ექტორ რაულ კუპერი, რობერტ პროსინეჩკი
Aa
Aa

პროსინეჩკი საქართველოს 100-პროცენტიანი შედეგით ხვდება

სადებიუტო და ისტორიული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე, 9 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროს გუნდთან საკონტროლო მატჩს გამართავს, რომელთანაც ურთიერთშეხვედრების არცთუ მდიდარი და წარმატებული ისტორია გვაქვს.

ქართველი და მონტენეგროელი ფეხბურთელების გზები აქამდე მხოლოდ ორჯერ გადაიკვეთა, ორივეჯერ  2009 წელს ექტორ რაულ კუპერის მწვრთნელობისას და სამწუხაროდ მეტოქე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავამარცხეთ. 1 აპრილს, თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მომენტები ორივე გუნდის კართან შეიქმნა, თუმცა მატჩი საბოლოოდ გატანილი ბურთების გარეშე დასრულდა. 13 ოქტომბერს კი, როდესაც კუპერის მომზადებულმა ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოყოფილი ფანჯარა სპარინგისთვის გამოიყენა, პოდგორიცაში გამართულ შეხვედრაში მასპინძლები მე-13 წუთზე რადოსლავ ბატაკმა დააწინაურა, რასაც პირველი ტაიმის ბოლოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბის წევრმა, ვლადიმერ დვალიშვილმა ზუსტი დარტყმით უპასუხა. გამარჯვების გოლი კი 78-ე წუთზე ანდრია დელიბაშიჩის ანგარიშზეა, რომელიც მაშინ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში „ერკულესში“ ასპარეზობდა.

რაც შეეხება მონტენეგროს ამჟამინდელი ფორმაციის ნაკრებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი წარსულში ცნობილი ხორვატი ფეხბურთელი რობერტ პროსინეჩკია, რომელიც ამ თანამდებობაზე 2024 წლის 2 თებერვალს დაინიშნა და ჯერჯერობით ასპროცენტიანი შედეგი აქვს. მისი ხელმძღვანელობით მონტენეგროელებმა ორი სპარინგი გამართეს და ჯერ 21 მარტს სტუმრად ბელარუსი ადამ მარუშიჩისა და ნიკოლა კრსტოვიჩის ბურთებით დაამარცხეს, ხოლო შემდეგ 25 მარტს საკუთარ სტადიონზე ჩრდილოეთ მაკედონიას სტევან იოვეტიჩის გოლით მოუგეს. ფიფას სანაკრებო რეიტინგში მონტენეგრო 70-ე ადგილზეა და საქართველოს ხუთი საფეხურით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024 - პირველი ვარჯიში ავსტრიულ შეკრებაზე
ევრო 2024 - პირველი ვარჯიში ავსტრიულ შეკრებაზე