მეცი, გიორგი მიქაუტაძე, სენტ-ეტიენი, დილან ჩამბოსი
Aa
Aa

„მთავარი საფრთხეა, მაგრამ მეცში მხოლოდ ის არ თამაშობს“ - სენტ-ეტიენის ფეხბურთელი მიქაუტაძეზე

დღეს, ლიგა 1-ის პლეი-ოფის მატჩში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ სტუმრად „სენტ-ეტიენს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ, „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელმა დილან ჩამბოსმა „მეცსა“ და გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა.

რას ამბობს ჩამბოსი:

„მეცის“ კოლექტივი მხოლოდ გიორგი მიქაუტაძით არ შემოიფარგლება, თუნდაც ის ამ გუნდში ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს. ის ძალიან ხშირად არის გადამწყვეტი ფეხბურთელი, მაგრამ ყურადღება მხოლოდ მასზე არ უნდა გავამახვილოთ. მთლიანი გუნდის თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ“.

„რაც გასულ სეზონში, მათ წინააღმდეგ თამაშისას მოხდა, დავიწყებულია. დინამიკა იგივე არ არის და ფეხბურთელებიც შეიცვალნენ. ამ მატჩზე ვართ ორიენტირებულები და არა იმაზე, რაც შარშან მოხდა“.

„ბოლო თვეებში, სიის სათავეში ასასვლელად ძლიერი მენტალური თვისებები გამოვავლინეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს არც თუ ისე კარგი შედეგები გვქონდა, ვაჩვენეთ, რომ ძლიერები ვართ. თავდაჯერებულად თამაში უნდა გავაგრძელოთ და სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ყველამ დიდი სულისკვეთება უნდა გამოვაჩინოთ და მჯერა, რომ დასასრულს რაღაც ბრწყინვალე გველის. ყველა მზადაა თავდადებისთვის“.

შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენსა“ და „მეცს“ შორის, ლიგა 1-ის პლეი-ოფის შეხვედრა დღეს, საქართველოს დროით 22:30 საათზე გაიმართება, საპასუხო მატჩი კი მეცში 3 ივნისს ჩატარდება. ორი მატჩის ჯამში შორის გამარჯვებული მომდევნო სეზონში საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ უცბად გოლი გაგიტანოს“ - სენტ-ეტიენის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
„შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ უცბად გოლი გაგიტანოს“ - სენტ-ეტიენის მწვრთნელი მიქაუტაძეზე