ხვიჩა კვარაცხელია, გაეტანო ფედელე
Aa
Aa

„ზუსტად ვიცი, რომ მნიშვნელოვანი შეთავაზება აქვს“ - FIFA-ს აგენტი ხვიჩაზე

FIFA-ს აგენტმა, გაეტანო ფედელემ „ნაპოლისთან“ დაახლოებულ რადიო Marte-სთან ინტერვიუს დროს ნეაპოლური გუნდის სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

ფედელე ამბობს, რომ ქართველ შემტევს ევროპული გრანდისგან მნიშვნელოვანი შეთავაზება აქვს და დე ლაურენტისმა მის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

გაეტანო ფედელე:

„გარსიას გაშვების შემდეგ, „ნაპოლისთვის“ ანტონიო კონტეს მსგავსი პიროვნების მოყვანა იყო საჭირო. ძალიან უცნაურად მეჩვენება პრეზიდენტის საქციელი, რომელიც ყოველთვის აოცებს თავისი აზრსმოკლებული გადაწყვეტილებებით საზოგადოებას. ახლაც არ მესმის, რატომ გააჭიანურა გუნდში კონტეს მოყვანა“.

„ვიმედოვნებ, რომ დე ლაურენტისი თავის შეცდომებზე ისწავლის. ნებისმიერ შემთხვევაში, კონტე „ნაპოლისთვის“ იდეალური ვარიანტია, დე ლაურენტისისთვის კი უარესი, რადგან პრეზიდენტს მისი შენახვა ძვირი დაუჯდება. კონტე კარგად ხვდება, თუ რა სურთ ფეხბურთელებს და მათი გამოცოცხლება შეუძლია. „ნაპოლიმ“ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ლიდერები. ზუსტად ვიცი, რომ კვარაცხელიას და ლობოტკას მნიშვნელოვანი შეთავაზებები აქვთ. თუ კლუბს სურს, რომ ისინი მომავალი სეზონისთვისაც შეინარჩუნოს, მაშინ მათი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს“.

კონტრაქტის განახლებაზე მხარეები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. ხვიჩას დამატების მთავარი კანდიდატი პსჟ არის, რომელიც 100 მილიონიან შეთავაზებასთან ერთად, კვარას წლიურ ანაზღაურებად 8 მილიონს სთავაზობს. „ნაპოლი“ კი წლიურად მხოლოდ 4.5 მილიონსა და ბონუსებს ჩამოდის, რაც ხვიჩას გარემოცვისთვის მიუღებელია. იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ დაწერა, რომ კვარა კლუბის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების გამო იმედგაცრუებულია და წასვლა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი ნომერი და ხელფასის გაზრდა | იტალიური გამოცემები კვარაზე წერენ
ახალი ნომერი და ხელფასის გაზრდა | იტალიური გამოცემები კვარაზე წერენ