კახა ცხადაძე, გიორგი ჩიხრაძე
Aa
Aa

„ზოგჯერ ერთი ნაბიჯი უკან უნდა გადადგა“ - ცხადაძე დარჩენის მიზეზებზე

„გაბალა“, სადაც რამდენიმე თვის წინ მთავარ მწვრთნელად კახა ცხადაძე დაინიშნა, აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან გავარდა, თუმცა ამაში ქართველი სპეციალისტის ბრალეულობა ნაკლებია. გარდა იმისა, რომ ის კლუბში შუა სეზონში მივიდა, მისი პოსტზე დანიშვნის დროს „გაბალა“ უკვე უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ბოლო პოზიცია ეკავა და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ქიაფაზს“ 9 ქულით ჩამორჩებოდა. მიუხედავად ამისა, ცხადაძეს კლუბის ხელმძღვანელებმა ახალი, სამწლიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს, რაზეც ის დათანხმდა და ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დარჩენის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა ცხადაძემ

ზოგჯერ ერთი ნაბიჯით უკან უნდა დაიხიო იმისათვის, რომ შემდეგ ორი წინ გადადგა. არ იქნება ადვილი საქმე „გაბალას“ უმაღლესში დაბრუნება, რადგან ბიუჯეტი შეგვიმცირდა და პირველ დივიზიონში გუნდში მხოლოდ ორი ლეგიონერის ყოლის უფლება აქვთ გუნდებს. სიმართლე გითხრათ, როდესაც აქ მოვედით, იყო საუბარი, რომ უმაღლეს ლიგაში კლუბების რაოდენობას გაზრდიდნენ და ბოლო ადგილზე ყოფნის მიუხედავად „გაბალა“ ელიტაში დარჩებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თუმცა, როგორც ვიცი ჯერ კიდევ არსებობს ამის შანსი და შესაბამისად, სანამ გაურკვევლობაში ვართ, ახალი სეზონისთვის მზადების ეტაპს ვერ დავგეგმავთ.

ცხადაძესთან ერთად „გაბალაში“ დარჩა გიორგი ჩიხრაძე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მუდამ საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანთან ერთად მუშაობს და მისი ასისტენტია. კახას აზერბაიჯანის ჩემპიონატში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს, განსაკუთრებულ წარმატებას კი ბაქოს „ინტერში“ მიაღწია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3-წლიანი კონტრაქტი მზად არის - ცხადაძე გაბალაში რჩება
3-წლიანი კონტრაქტი მზად არის - ცხადაძე გაბალაში რჩება