ლიონელ მესი, ინტერ მაიამი, საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი
Aa
Aa

ლობჟანიძის დუბლი, MVP და გამარჯვება მესის მაიამისთან

MLS-ის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედი“ სტუმრად ლეო მესის „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 1:3 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჰქონდა ატლანტელთა ქართველ შემტევს საბა ლობჟანიძეს, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და თავი დუბლით გამოიჩინა.

საბამ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე ეფექტური შორეული გასროლით გახსნა. მეორე ნახევარში, 59-ე წუთზე კი თავისი გუნდის უპირატესობა ორბურთამდე გაზარდა.

62-ე წუთზე ლეო მესიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 73-ე წუთზე კი ჯამალ ტიარემ მასპინძელთა კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1:3 დააფიქსირა.

საბა ლობჟანიძე 74-ე წუთზე შეცვალეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქართველი შემტევი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

საგულისხმოა, რომ „ინტერ მაიამის“ სასტარტო შემადგენლობაში ლეო მესის გარდა, ლუის სუარესი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბაც იყვნენ.

საბა ლობჟანიძემ MLS-ის მიმდინარე სეზონში „ატლანტა იუნაიტედის“ მაისურით მე-15 მატჩი ჩაატარა, მე-4 გოლი გაიტანა და გასული სეზონის შედეგი გააუმჯობესა. 2023 წელს საბამ 12 მატჩში 3 გოლის გატანა შეძლო. ამასთან, ქართველ შემტევს 2024 წელს 4 გოლთან ერთად 3 საგოლე პასიც დაუგროვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები