ოლიმპიაკოსი, ხოსე ლუის მენდილიბარი
Aa
Aa

მენდილიბარი: ბედნიერი ვარ, რომ იმას მივაღწიეთ, რაც აქამდე არავის ჰქონდა გაკეთებული

კონფერენს ლიგის ფინალში ხოსე ლუის მენდილიბარის „ოლიმპიაკოსმა“ ფლორენციის „ფიორენტინას“ 1:0 მოუგო და ისტორია დაწერა.

ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მთელი ეს სამყარო გავახარე. ამ ხალხს ეს განცდები ვაჩუქე. უზომო სიხარულს და ბედნიერებას ვგრძნობ. ეს გამარჯვება მათ ეძღვნება.

ბედნიერი ვარ, რომ მივაღწიეთ იმას, რაც ჩვენს კლუბს აქამდე არ მიუღწევია. ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ჩვენ ვაპირებთ ეს სათანადოდ აღვნიშნოთ, შემდეგ კი მუშაობას განვაგრძობთ იმაზე, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები“.

ამრიგად, „ოლიმპიაკოსი“ პირველი ბერძნული კლუბია, რომელმაც ისტორიაში პირველად შეძლო და უეფას ტურნირი მოიგო.

ხოსე ლუის მენდილიბარმა კი გასულ წელს „სევილიასთან“ ერთად მოგებული ევროპა ლიგის შემდეგ, წელს კონფერენს ლიგაც მოიგო და ამ ფაქტით ისტორიის ნაწილი გახდა.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      გიორგი მიქაუტაძის გამო, სენტ-ეტიენი უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს
      გიორგი მიქაუტაძის გამო, სენტ-ეტიენი უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს