ფიორენტინა, ოლიმპიაკოსი, ვინჩენცო იტალიანო
Aa
Aa

“წაგებას არ ვიმსახურებდით“ - იტალიანო ფინალის შემდეგ

კონფერენს ლიგის ფინალში ერთმანეთს ოლიმპიაკოსი და ფიორენტინა დაუპირისპირდნენ. მატჩი ოლიმპიაკოსმა ელ კააბის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო. თამაშის დასრულების შემდეგ, ფლორენციელთა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო იტალიანომ კომენტარი გააკეთა.

იტალიანო:

„იმედგაცრუებული უკვე მეორედ ვართ და ეს გულდასაწყვეტია. გოლის გატანის ბევრი შანსი გვაქვს. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ოლიმპიაკოსი არ გაძლევს კარგი ფეხბურთის თამაშის საშუალებას. ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით. ეს ჩემთვის დიდი იმედგაცრუებაა.

ბიჭების გამო ვწუხვარ, მაგრამ ეს ფეხბურთია. ეს წაგება უნდა მივიღოთ. ვიცნობ ჩემს ფეხბურთელებს და ისინი ყველაფრისთვის მზად არიან. აბსოლუტურად ყველამ მაქსიმუმი სცადა. ეს არ იყო ის, რისი იმედიც გვქონდა.“

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის კონფერენს ლიგის ფინალში ფიორენტინა ვესტ ჰემს დაუპირისპირდა და ფლორენციული კლუბი ვესტ ჰემთან 1:2 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფინალს გამოტოვებს? - ლუნინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
ფინალს გამოტოვებს? - ლუნინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს