ჯიღაურმა და ჩოგაძემ უზბეკეთის სუპერ თასი მოიგეს
უზბეკეთის სუპერ თასზე ერთმანეთს ფახტაკორი და ნასაფ ქარშის დაუპირისპირდა. აღნიშნული მატჩი ინტერესს იმით იწვევდა, რომ ნასაფ ქარშის შემადგენლობაში ჯაბა ჯიღაური და თემურ ჩოგაძე თამაშობენ.
ჯიღაური ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, რომელმაც მინდორზე 74 წუთი დაყო, ხოლო ჩოგაძე ცვლილებაზე შევიდა.
ანგარიში 55-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. თავი ცერანმა პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა. მე-80 წუთზე წონასწორობა მუხიდინოვმა აღადგინა. 90 წუთი ფრედ 1:1 დასრულდა.
დამატებულ ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა. ქართველი ფეხბურთელების გუნდმა უფრო ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანები და სუპერ თასი მოიგო.
ცნობისთვის, ჯაბა ჯიღაურმა უზბეკეთის სუპერ თასი კარიერაში მეორედ მოიგო, ხოლო ჩოგაძემ პირველად.