ისტორია დაწერეს - ოლიმპიკოსმა კონფერენს ლიგა მოიგო
კონფერენს ლიგის ფინალში ერთმანეთს პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ და ფლორენციის „ფიორენტინა“ დაუპირისპირდნენ. ათენში გამართული დაპირისპირება ბერძნული კლუბის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
შეხვედრა დაძაბული და თანაბარი გამოდგა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ბურთს უფრო მეტად ფლორენციელები აკონტროლებდნენ, თუმცა კარში ორივემ 4-4-ჯერ დაარტყეს. ძირითადი 90 წუთი ფრედ 0:0 დასრულდა.
დამატებულ მეორე ტაიმში 116-ე წუთზე ელ „ქააბიმ თავური დარტყმით „ოლიმპიაკოსისთვის“ ისტორიული გოლი გაიტანა.
დარჩენილ დროში იტალიელებმა ვერაფერი მოახერხეს და მეორე წელს მიჯრით მეორე ფინალი წააგეს.
„ოლიმპიაკოსი“ პირველი ბერძნული კლუბია, რომელმაც ისტორიაში პირველად შეძლო და უეფას ტურნირი მოიგო.
ხოსე ლუის მენდილიბარმა კი გასულ წელს „სევილიასთან“ ერთად მოგებული ევროპა ლიგის შემდეგ, წელს კონფერენს ლიგაც მოიგო.
Olympiacos. History makers ????
— UEFA Europa Conference League (@europacnfleague) May 29, 2024
The first Greek side to win a UEFA club competition ????@johnsportraits x #UECLfinal pic.twitter.com/Dq3B8TSA5N