ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

მახაჩევი: ილიასა და კონორის ჩხუბი არ შედგება, ჩემთან კი შესაძლებელია

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი და საერთო რეიტინგის სათავეში მყოფი ისლამ მახაჩევი ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლას შეეხო და ასევე ქართველისა და კონორ მაკრეგორის სავარაუდო დაპირისპირებაზე თავისი აზრი გამოთქვა.

„მათი ბრძოლა ცოტა განსხვავებული იქნებოდა, რადგან კონორი დიდია, მაგრამ თოფურია კი კარგია და ის ჯერ კიდევ მშიერია. კონორი არ არის მშიერი და არ მგონია, რომ ეს ბრძოლა შედგეს.

100%-ით მჯერა, რომ კონორი მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლას აპირებს, ჩვენ ვნახეთ როგორ ემზადება ის ბრძოლისთვის. თუ ეს ბიჭი არ არის მშიერი... ეს იგივე მებრძოლი აღარ არის. არ მგონია ილიასა და კონორის ბრძოლა შედგეს.

ილიას ბრძოლა ჩემთან? ის კარგი ბიჭია. კარგად ჭიდაობს, მაგრამ ყოველთვის იყენებს დარტყმებს და კრივის ილეთებს იყენებს. და როდესაც შენ კარგ კრივს იყენებ, შენს მეტოქესაც ეს აქვს - ცოტა საშიში ხდება...

თოფურია ნამდვილად კარგი მეტოქეა, მაგრამ მისი შემდეგი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. თუ მას დაამარცხებს, შემდეგ მოვსარ ევლოევი ელის. მას თავის დივიზიონში ჯერ კიდევ დიდი სამუშაო აქვს.

მე არ ვიცი რატომ უნდა ამ პატარა ბიჭებს ჩემთან ჩხუბი. მე ვოლკანოვსკის შანსი ორჯერ მივეცი. იქნებ სამომავლოდ მასაც მივცე... როდისმე, რატომაც არა?“

- ციტირებს მახაჩევის სიტყვებს ესპანური Marca.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ თავისი უახლოესი 3-4 ბრძოლის შემდეგ, მსუბუქ წონაში ასვლა და ისლამ მახაჩევის გამოწვევა დაისახა მიზნად. როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგი სამომავლოდ არც თავად მახაჩევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს რომ გავაკეთო, არ დამეძინება“ | რა თქვა თოფურიამ კონორზე
„ეს რომ გავაკეთო, არ დამეძინება“ | რა თქვა თოფურიამ კონორზე