შენგელია საუკეთესო იყო - ვირტუს ბოლონია ვენეციასთან დამარცხდა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში პლეი-ოფი მიმდინარეობს. ნახევარფინალურ სტადიაზე, მესამე მატჩში ვირტუს ბოლონია ვენეციას ესტუმრა და 73:78 დამარცხდა. გუნდებს შორის ანგარიში მინიმუმამდე შემცირდა. ბოლონია 2:1-ს იგებს.
როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 21 წუთი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში შენგელიამ 17 ქულას, 2 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ორივე გუნდის მხრიდან კი საუკეთესო 19 ქულით, 8 მოხსნით და 4 პასით მასპინძელთა ამერიკელი ლეგიონერი ჯორდან პარკსი იყო.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის გამარჯვებული ფინალში ოლიმპია მილანოსა და ბრეშას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის ოლიმპია მილანო 2:0-ს იგებს.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) May 29, 2024
La Segafredo questa volta nel finale cede alla Reyer in gara 3
???? Shengelia 17, Zizic 16, Cordinier 12, Polonara 8, Belinelli 7, Dunston 4, Dobric 4, Abass 2, Mickey 2, Pajola 1#AmarsiAncora pic.twitter.com/ki7lSV6uvw