ვოლკანოვსკი: ვნახოთ ილია ჩემს საუკეთესო ვერსიას როგორ გაუმკლავდება
ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ თავისი კარიერის ბოლო 2 წელში სამი მტკივნეული მარცხი იწვნია, რომელთაგან ორი ნოკაუტით დასრულდა.
2 ბრძოლა ისლამ მახაჩევთან მსუბუქ წონაში და ბოლოს ქვემსუბუქ წონაში ქამრის დათმობა ილია თოფურიასთან.
ავსტრალიელი მებრძოლი დაბრუნებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მის რეალურ ძალას ოქტაგონზე დაბრუნების შემდეგ იხილავენ.
„თქვენ იხილავთ იმ ნამდვილ ვოლკს, რომელსაც ყოველთვის ხედავდით. თქვენ ვერ ნახავთ მორცხვ ვოლკანოვსკის. ნამდვილი ვოლკანოვსკი დაბრუნდება ამის გარანტიას გაძლევთ. და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ილია თოფურია ამ ყველაფერთან გამკლავებას. მე მინდა, რომ ის ჩემი თავის საუკეთესო ვერსიასთან გამოვცადო“.
- განაცხადა ვოლკანოვსკიმ TheAllStarSports-თან ინტერვიუში.
ამჟამად ვოლკანოვსკი შვებულებაშია და ბოლოდროინდელი მარცხებისგან მიღებულ ფიზიკურ და მენტალურ დაზიანებებს იშუშებს.
რაც შეეხება ილია თოფურიას, ის თავის მომდევნო 2 ბრძოლას მაქს ჰოლოუეისთან და კონორ მაკგრეგორთან ხედავს.