ფინალს გამოტოვებს? - ლუნინს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
ტიბო კურტუა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ბრწყინვალე ფორმაშია. მიმდინარე სეზონში, ბელგიელი მეკარე ანდრეი ლუნინმა ეფექტურად ჩაანაცვლა და არაერთ შეხვედრაში გაიბრწყინა.
პირველ ივნისს მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდება. ხშირად დაისვა კითხვა, თუ რომელი მეკარე დაიცავდა „ბლანკოსის“ კარს. ლუნინი, თუ კურტუა?
ესპანური მედიის ინფორმაციით, უკრაინელ მეკარეს სიცხე აქვს და ფინალში მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
წყაროს ცნობით, მადრიდულ გრანდს არ სურს გარისკოს და ლუნინი თანაგუნდელების სიახლოვეს ამყოფოს. ამის მიზეზი სხვა მოთამაშეებზე ვირუსის გადადების ალბათობაა. აქედან გამომდინარე, ანდრეი „სამეფო კლუბს“ ლონდონში არ გაყვება.
ანჩელოტის გუნდი ინგლისის დედაქალაქში 30 მაისს მიფრინავს. ვიგებთ, რომ ანდრეის წასვლის საკითხი ხვალ გაირკვევა, როდესაც ის განმეორებით ტესტირებას ჩაიტარებს. თუ უკეთესად იქნება გუნდს 31 მაისს შეუერთდება. ფინალი კი პირველ ივნისს არის. თუ უკრაინელი ლონდონში მატჩამდე 1 დღით ადრე ჩაფრინდება, ძირითად შემადგენლობაში თამაშს ფაქტობრივად გამორიცხავს.