ირის ანტმანი
Aa
Aa

ქალთა ნაკრების ვარჯიში და ირის ანტმანის მატჩისწინა კომენტარი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 31 მაისს, ჩვენი გუნდი კვიპროსს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო 4 ივნისს, მეტოქეს თბილისში უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

კვიპროსში გამგზავრებამდე, ირის ანტმანის გუნდმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ივარჯიშა. მოახლოებული მატჩების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ისაუბრა.

ირის ანტმანი:

"ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ვემზადებით. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რადგან მოედანზე თანაბარი ძალების მქონე ორი გუნდი გავა. თამაშის დღეს ყველაფერი ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული. ამ შეკრებაზე მათ ეტყობათ, რომ გამარჯვებით მოპოვება ძალიან უნდათ. ჩვენ საკმაოდ კარგად დავიწყეთ ჯგუფური ეტაპი ლიეტუვის ნაკრებთან თამაშით, სადაც ორი გოლის გატანა შევძელით, თუმცა ჩვენი შეცდომების შედეგად ასევე ორი გოლი გავუშვით. ასეთი შეცდომების აღმოფხვრის შემთხვევაში შევძლებთ მომდევნო თამაშებში ქულების მოპოვებას".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ უნდა შეინარჩუნონ კვარა კონტრაქტის განახლების გარეშე?
როგორ უნდა შეინარჩუნონ კვარა კონტრაქტის განახლების გარეშე?