ფედელე: ამ მოცემულობით, ნაპოლიმ ხვიჩა აუცილებლად უნდა გაყიდოს
იტალიელი ექსპერტი ენრიკო ფედელე ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბრობს და „ნაპოლის“ ქართველის გაყიდვას ურჩევს.
„ჩვენ ვსაუბრობთ 100 მილიონ ევროზე, ეს ძალიან დიდი თანხაა და სწორედ ამის გამო ნაპოლიმ ხვიჩა აუცილებლად უნდა გაყიდოს. გარდა ამისა ხვიჩას არც ისე კარგი სეზონი გამოუვიდა და ეს მის სანაცვლოდ ძალიან კარგი თანხაა.
ხვიჩას მე ადემოლა ლუკმენს შევადარებდი, რომლისგანაც წელს ბევრ გოლს არც ელოდნენ, თუმცა საგოლე სიტუაციებში ის ძალიან კარგად მოქმედებდა.
დღევანდელი მოცემულობით ნაპოლიმ ხვიჩა აუცილებლად უნდა გაყიდოს“.
- ციტირებს ფედელეს სიტყვებს Televomero.
ამ მომენტისთვის მამუკა ჯუღელსა და „ნაპოლის“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ. პსჟ კი ქართველის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს.
ცნობილია, რომ ჯუღელმა ახალი კონტრაქტის მიხედვით წლიურად 5 მილიონი და პლუს ამას ბონუსები მოითხოვა, „ნაპოლი“ კი მხოლოდ 4.5 მილიონსა და ბონუსებს თანხმდება. ამ დროს პარიზელები მზად არიან ხვიჩას წლიურად 8 მილიონი გადაუხადონ.