37 წლის ასაკში - ბონუჩიმ კარიერა დაასრულა
საფეხბურთო სამყაროში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ლეონარდო ბონუჩიმ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
იტალიელი უკანახაზელის ბოლო კლუბი თურქული ფენერბახჩე იყო, სადაც მიმდინარე წელს გადავიდა და ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ბონუჩი მრავალი წლის განმავლობაში ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს კი ჯენოაში, ბარიში, მილანში, უნიონ ბერლინში, ტრევიზოში, პიზაში და ინტერში თამაშობდა.
ასევე, ლეონარდო 13 წლის განმავლობაში იტალიის ნაკრების ღირსებას იცავდა. სკუადრა აძურას შემადგენლობაში მან 121 მატჩი ჩაატარა.
19. Forever pic.twitter.com/Rd345epfjz
— Leonardo Bonucci (@bonucci_leo19) May 29, 2024