ფილიპე კოუტინიო
Aa
Aa

ასტონ ვილასთან კონტრაქტის გაწყვეტა უნდა - რა ხდება კოუტინიოს ირგვლივ

ფილიპე კოუტინიოს კარიერა დასასრულისკენ მიდის. ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ლივერპულის ყოფილი ვარსკვლავი სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოს არის.

Trivela-ს ცნობით, 31 წლის შემტევს ასტონ ვილასთან კონტრაქტის გაწყვეტა და ვასკო და გამაში გადასვლა სურს. მისი გარემოცვა კი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიომ გასული სეზონი იჯარის წესით ალ დუჰაილში გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფილიპე ასტონ ვილას საკუთრებაა, სადაც 2022 წელს გადავიდა. ახლა ჯერი ბირმინგემულ კლუბზეა. წყაროს ცნობით, მათ არ სურთ საკუთარი ფეხბურთელის უსასყიდლოდ გაშვება.

Trivela იმასაც წერს, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი ბრაზილიაში იყო ჩასული და მომავალ კლუბთან პირადი დეტალები შეათანხმა.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო სხვადასხვა დროს ინტერში, ლივერპულში, ბარსელონაში და ბაიერნში თამაშობდა. საფეხბურთო კარიერა კი სწორედ ვასკო და გამაში დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლიკი: “ბარსას და ჩემი ფილოსოფია ემთხვევა“
ფლიკი: “ბარსას და ჩემი ფილოსოფია ემთხვევა“