ვენსან კომპანი
Aa
Aa

„მოუთმენლად ველოდები გამოწვევას“ - კომპანიმ ბაიერნი ჩაიბარა

38 წლის ბელგიელი სპეციალისტი ვენსან კომპანი მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია მიუნხენური კლუბის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა.

კომპანი „რეკორდმაისტერს“ 2027 წლის 30 ივნისამდე უხელმძღვანელებს.

ბელგიელმა „ბაიერნის“ მწვრთნელის რანგში პირველი კომენტარიც გააკეთა.

„მოუთმენლად ველოდები გამოწვევას, რომელიც ბაიერნში მუშაობას მოჰყვება. ჩემთვის დიდი პატივია ამ კლუბში მუშაობა. ბაიერნი საერთაშორისო ფეხბურთის ინსტიტუტია.

როგორც მწვრთნელმა უნდა დაამტკიცო თუ ვინ ხარ და რას წარმოადგენ. მომწონს, როცა გუნდი ბურთს აკონტროლებს, კრეატიულად, აგრესიულად და თამამად თამაშობს.

ახლა ყველაზე ძირითადი რამ უნდა გავაკეთო: ფეხბურთელებთან მუშაობა, გუნდის შექმნა. როგორც კი საფუძველი ჩაეყრება, წარმატება მოვა“,

- განაცხადა ბელგიელმა.

შეგახსენებთ, რომ კომპანი 2022-2024 წლებში „ბარნლიში“ მუშაობდა. პრემიერ ლიგის უკვე დასრულებულ სეზონში „ბარნლიმ“ მე-19 ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში გავარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორ უნდა შეინარჩუნონ კვარა კონტრაქტის განახლების გარეშე?
როგორ უნდა შეინარჩუნონ კვარა კონტრაქტის განახლების გარეშე?