ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

როგორ უნდა შეინარჩუნონ კვარა კონტრაქტის განახლების გარეშე?

ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ არსებული სატრანსფერო საგა სულ უფრო მაღალ ტემპერატურას აღწევს. დარჩება ხვიჩა ნეაპოლში, თუ პსჟ-ში წავა? ამ კითხვაზე პასუხს უახლოეს კვირებში გავიგებთ.

დღეს, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იტალიურმა tuttomercatoweb-მა დაწერა.

„როგორ უნდა შეინარჩუნო კვარაცხელია, როცა მაგიდაზე 100 მილიონიანი შეთავაზება გაქვს? ეს ის კითხვაა, რომელიც ამჟამად დე ლაურენტისის მისამართით ისმის. გუნდისთვის ამ გიჟურ წელს ხვიჩამ საკმაოდ კარგად ითამაშა.

ამჟამად, როგორც ჩანს პარიზულ კლუბს მისი შეძენა გადაწყვეტილი აქვს და ფსონს სწორედ ქართველზე ჩამოდიან. ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა ფინანსურ საკითხზე არაერთხელ გააკეთა აქცენტი. თუმცა, კლუბის პასუხი სტანდარტულია - „არ ვჩქარობთ გადაწყვეტილების მიღებას. თუ, იქნება შესაბამისი წინადადება, რაც კლუბს დააკმაყოფილებს, ხვიჩას მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული“.

ამჟამად ახლა ასეთი რეალობაა: დე ლაურენტისმა უნდა აირჩიოს - ან განვაახლებ კონტრაქტს ფეხბურთელთან, რომ უკმაყოფილო არ მყავდეს, ან ვემშვიდობები მაქს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მხარეები ამ დრომდე შეთანხმებას ვერ აღწევენ. პსჟ 100 მილიონიან შეთავაზებასთან ერთად, კვარას წლიურ ანაზღაურებად 8 მილიონს სთავაზობს. „ნაპოლი“ კი მას წლიურად მხოლოდ 4.5 მილიონსა და ბონუსებს ჩამოდის, რაც მამუკა ჯუღელისთვის მიუღებელია.

იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ დაწერა, რომ კვარა კლუბის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულების გამო იმედგაცრუებულია და წასვლა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024-ის ნაკრებების მაისურები | რომელზეა საქართველო Four Four Two-ს რეიტინგში
ევრო 2024-ის ნაკრებების მაისურები | რომელზეა საქართველო Four Four Two-ს რეიტინგში