დილამ ბათუმში მოიგო, იბერია 1999 გაგრასთან განადგურდა - Crystalbet ეროვნული ლიგის მიმოხილვა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტური საინტერესოდ წარიმართა. გორის „დილამ“ ბათუმის „დინამო“ სტუმრად ტაირელ ვოუტერის დუბლით დაამარცხა.
„იბერია 1999“ სტუმრად „გაგრასთან“ 4:0 განადგურდა და მე-3 პოზიციაზე დაქვეითდა.
თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მე-4 შეხვედრა ვერ მოიგო და ამჯერად, სტუმრად „კოლხეთი 1913“-თან ფრედ, 2:2 ითამაშა.