ბარსელონა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: “ბარსას და ჩემი ფილოსოფია ემთხვევა“

დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურა, რომ ჰანსი ფლიკი კატალონიის ბარსელონას გაწვრთნის. გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფლიკი:

„კულეებო ეს ჩვენი მომენტია. მინდა ყველა აქ მყოფ ადამიანს მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი პატივი და ახდენილი ოცნებაა ბარსელონაში მუშაობა. ეს უდიდესი კლუბია. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას. ბაიერნთან ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე და მინდა ეს ბარსელონასთან ერთადაც გავაკეთო.

აქ მოსვლის პირველი წამიდან გავიაზრე, რომ აქ ბარსელონა აბსოლუტურად ყველაფერს უყვარს. ვფიქრობ, ამ გუნდის და ჩემი ფილოსოფია ემთხვევა. ზეწოლა, ბურთის კონტროლი და შემტევი ფეხბურთი. ეს ის ასპექტებია, რაც მომწონს. ბარსელონას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს.

აქ გამოცდილი და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგი ნაზავია. ვფიქრობ, ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ისინი გაუმჯობესდნენ. ჩემთვის გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანია. გულშემატკივრების მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად მნიშვნელოვანი ტიტულების მოგება შეგვიძლია.“

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ჰანსი ფლიკმა ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მეოთხედფინალში კი ბარსელონას ისტორიული ანგარიშით 8:2 მოუგო.

ცნობისთვის, გერმანელმა სპეციალისტმა კატალონიურ გრანდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მნიშვნელოვნად დაბალ ხელფასს დათანხმდა. ფლიკი ბარსაში წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონას ოფიციალური განცხადება | ჩავისთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურეს
ბარსელონას ოფიციალური განცხადება | ჩავისთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურეს