ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, ჟოან ლაპორტა, დეკუ სოუზა
Aa
Aa

რას შეეწირა ჩავი? - SPORT ახალ ვერსიას ავრცელებს

ჩავი ერნანდესის გარშემო შექმნილი სიტუაცია საკმაოდ არასასიამოვნო გამოვიდა. მთელი წლის განმავლობაში ლაპორტა მას ბარსელონაში დარჩენას სთხოვდა, რაზეც ესპანელი სპეციალისტი დათანხმდა.

მოულოდნელად კი ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ჰანსი ფლიკი დანიშნეს.

ესპანური მედია წერდა, რომ ჩავი ერნანდესი მის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეწირა. 44 წლის ესპანელმა თქვა, რომ ბარსელონას მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს და ასეთ პირობებში მადრიდის რეალისთვის კონკურენციის გაწევა რთულია.

დღეს კი გავლენიანი გამოცემა SPORT ახალ ვერსიას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ჩავის რობერტ ლევანდოვსკის გაყიდვა სურდა და ამის წინააღმდეგი დეკუ და ლაპორტა იყვნენ. უფრო დიდ ინიციატივას დეკუ იჩენდა.

SPORT წერს, რომ სწორედ ეს გახდა ერნანდესის გათავისუფლების მიზეზი. აღნიშნული წყარო იმასაც გვამცნობს, რომ დეკუს ლაპორტაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს და გუნდს ფარულად სწორედ პორტუგალიელი მართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონას ოფიციალური განცხადება | ჩავისთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურეს
ბარსელონას ოფიციალური განცხადება | ჩავისთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურეს