ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

„ჩვენი მომენტია“ | ბარსელონა ჰანსი ფლიკმა ჩაიბარა

„ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. რამდენიმე წუთის წინ, კატალონიურმა გრანდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ჩავი ერნანდესს, გუნდის თავკაცის პოსტზე, ჰანსი ფლიკი ჩაანაცვლებს.

გერმანელმა სპეციალისტმა „ბლაუგრანას“ საკუთარი მომავალი 2026 წლის 30 ივნისამდე დაუკავშირა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში, ქომაგებს მიმართა: „კულეებო, ახლა ჩვენი მომენტი დგას. ფორსა ბარსა!“

ცნობისთვის, ფლიკი ბოლოს გერმანიის ნაკრებში მუშაობდა და პოსტი 2023 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ დატოვა, რაც „ბუნდესმანშაფტმა“ 6 ამხანაგური მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. გერმანიის ნაკრების ჩაბარებამდე, ფლიკი „ბაიერნის“ თავკაცი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო მაჩვენებელი ლა ლიგაში | Opta-ს სტატისტიკა მამარდაშვილზე
საუკეთესო მაჩვენებელი ლა ლიგაში | Opta-ს სტატისტიკა მამარდაშვილზე