პეტრ ჩეხი
Aa
Aa

„ჩვენს ჯგუფს ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს“ | ჩეხის კომენტარი ევრო 2024-ზე

„ჩელსის“ ყოფილმა მეკარემ და ჩეხური ფეხბურთის ლეგენდამ, პეტრ ჩეხმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფზე ისაუბრა. ჩეხეთის მეტოქეები საქართველო, პორტუგალია და თურქეთი არიან და ჩეხის თქმით, F ჯგუფს მხოლოდ ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს.

„ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ჰქონდა დრო, რომ ეფიქრა და საბოლოოდ, აირჩიეს ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში იმყოფებიან. ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული ტურნირია, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია.

F ჯგუფს ერთი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს - პორტუგალია. დანარჩენი გუნდები თანაბარ დონეზე არიან და თამაში ყველა მათგანთან შეიძლება. საქართველოსთან და თურქეთთან გასამართ შეხვედრებში გადამწყვეტი ფაქტორი სათამაშო ფორმა და იღბალი იქნება. მართალია, პორტუგალიის ნაკრების საშუალო ასაკი გაიზარდა, მაგრამ სელესაო მაინც ევროპის ჩემპიონატის ფავორიტთა შორისაა და თან, რამდენიმე მოთამაშისთვის შესაძლოა, ეს ბოლო სანაკრებო ტურნირი იყოს, რაც მოტივაციას ზრდის. პირველ ტურში მათ ვხვდებით და ქულა ან კარგი თამაში ჩვენს ნაკრებს მშვენიერ ხასიათზე დააყენებს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი პირველ თამაშში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024-ის ნაკრებების მაისურები | რომელზეა საქართველო Four Four Two-ს რეიტინგში
ევრო 2024-ის ნაკრებების მაისურები | რომელზეა საქართველო Four Four Two-ს რეიტინგში