ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ბარსელონას ოფიციალური განცხადება | ჩავისთან კონტრაქტის გაწყვეტა დაადასტურეს

„ბარსელონამ“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ჩავი ერნანდესი გაათავისუფლა. „ბლაუგრანამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ესპანელ სპეციალისტთან თანამშრომლობის შეწყვეტა დაადასტურა.

„ბარსელონამ და ჩავი ერნანდესმა კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე ურთიერთშეთანხმებას მიაღწიეს. კლუბს სურს, ჩავისა და მის სამწვრთნელო შტაბს თავდადების, ჩართულობისა და სულგრძელობისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადოს. ასევე, მადლობას ვუხდით ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხში გაწეული დახმარებისთვის და როგორც პროფესიულ, ისე პირად მომავალში წარმატებას ვუსურვებთ“, - წერს კატალონიური გრანდი.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ჩავის ჰანსი ფლიკი ჩაანაცვლებს. გერმანელი სპეციალისტი 2026 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს გააფორმებს და ფლიკთან ერთად მხოლოდ ორი ასისტენტი იმუშავებს - ტონი ტაპალოვიჩი და მარკუს სორგი. მას ოფიციალურად უახლოეს პერიოდში წარადგენენ.

ცნობისთვის, ჩავისთან ერთად, „ბარსელონამ“ ლა ლიგის 2022/23 წლების ჩემპიონობა იზეიმა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. 2023/24 წლების გათამაშებაში, „ბლაუგრანამ“ 85 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრო 2024-ის ნაკრებების მაისურები | რომელზეა საქართველო Four Four Two-ს რეიტინგში
ევრო 2024-ის ნაკრებების მაისურები | რომელზეა საქართველო Four Four Two-ს რეიტინგში