საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ევრო 2024-ის ნაკრებების მაისურები | რომელზეა საქართველო Four Four Two-ს რეიტინგში

Four Four Two-მ საინტერესო რეიტინგი გამოაქვეყნა და ევრო 2024-ზე მონაწილე ნაკრებების გასვლითი და საშინაო მაისურების დიზაინი ყველაზე ცუდიდან საუკეთესომდე დაალაგა. ცნობილი ბრიტანული გამოცემის ექსპერტებს საქართველოს ნაკრების მაისურები დიდად არ მოეწონათ და ორივე მათგანი ტოპ 20-ს მიღმა დარჩა.

„ჯვაროსნების“ გასვლითი ფორმა 37-ე ადგილზეა და Four Four Two-ს მიხედვით, მაისურის სილამაზეს საყელოს ქვემოთ დატანებული პრიალა შავი ზოლი აფუჭებს. „ეს ზოლი მაისურს არც უხდება და არც რაიმე აზრი აქვს. ვინ ჩათვალა Macron-ში, რომ ეს კარგი იდეა იქნებოდა?“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

საქართველოს ნაკრების საშინაო ფორმას რაც შეეხება, თეთრსა და წითელ ფერში გადაწყვეტილი მაისური 30-ე პოზიციას იკავებს. Four Four Two-ს ექსპერტთა უმრავლესობამ აღნიშნულ მაისურს საშუალო ქულები დაუწერა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, დიზაინი 10-დან 1 ქულით შეაფასა და 30-ე ადგილი სწორედ ამან განაპირობა.

ბრიტანული გამოცემის რეიტინგში პირველი პოზიცია საფრანგეთის გასვლით სათამაშო ფორმას უკავია. მეორეზე გერმანიის საშინაო ფორმაა, მესამეზე - ავსტრიის საშინაო ფორმა, მეოთხეზე - ნიდერლანდების გასვლითი ფორმა, მეხუთეზე - დანიის საშინაო ფორმა, მეექვსეზე - ბელგიის საშინაო ფორმა, მეშვიდეზე - საფრანგეთის საშინაო ფორმა, მერვეზე - პორტუგალიის გასვლითი ფორმა, მეცხრეზე - იტალიის გასვლითი ფორმა, მეათეზე - თურქეთის საშინაო ფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ახალი ნომერი და ხელფასის გაზრდა | იტალიური გამოცემები კვარაზე წერენ
ახალი ნომერი და ხელფასის გაზრდა | იტალიური გამოცემები კვარაზე წერენ