გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

საუკეთესო მაჩვენებელი ლა ლიგაში | Opta-ს სტატისტიკა მამარდაშვილზე

ესპანეთის ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონი დასრულდა და გიორგი მამარდაშვილმა 37 შეხვედრაში 41 გოლი გაუშვა. „ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ გასული გათამაშება უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ დაასახელა მაჩვენებელი, რომლითაც „მამარდა“ საუკეთესო იყო.

Opta-ს მიხედვით, ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონში, მამარდაშვილზე მეტჯერ გუნდი გაშვებული გოლისგან არავის უხსნია. გიორგის კარისკენ 145 ზუსტი დარტყმა განხორციელდა, მოსალოდნელი გოლების რაოდენობის ინდექსი (xG) კი 50.3 გახლდათ. მამარდაშვილმა 39 გოლი გაუშვა (ავტოგოლებს არ თვლის Opta), რაც ნიშნავს, რომ მან „ვალენსია“ 11.3 გოლს გადაარჩინა, ლა ლიგაში ამაზე უკეთესი შედეგი არც ერთ მეკარეს აქვს.

ქართველი გოლკიპერის ბრწყინვალე თამაშმა ევროპული კლუბების ყურადღება მიიქცია და „ღამურები“ მზად არიან, მას 45 მილიონ ევროდ შეელიონ. „ჩეს“ გეგმებს ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხულიო მალდონადო გამოეხმაურა, „ვალენსია“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მამარდაშვილის წასვლის შემთხვევაში, დიდი შანსია, „ღამურებს“ ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდეთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი Transfermarkt-ზე ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მისი ფასი 35 მილიონი ევროა. მამარდაშვილს ყველაზე ხშირად „ნიუკასლს“ უკავშირებენ, თუმცა, ბოლო დღეებში „ჩელსიზეც“ დაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ უცბად გოლი გაგიტანოს“ - სენტ-ეტიენის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
„შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ უცბად გოლი გაგიტანოს“ - სენტ-ეტიენის მწვრთნელი მიქაუტაძეზე