მადრიდის რეალი, დორტმუნდის ბორუსია
Aa
Aa

უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომები - უემბლი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღებას გეგმავს. Daily Mail-ის ინფორმაციით, FA-მა „უემბლის“ სტადიონის ისტორიაში უსაფრთხოების ყველაზე დიდი ოპერაციის განსახორციელებლად 5 მილიონი ფუნტი გამოყო.

ფეხბურთის ასოციაცია ცდილობს თავიდან აიცილოს გართულებები, რომლებიც ლონდონში ევრო 2020-ის ფინალის დროს წარმოიშვა და ასევე, პარიზისა და სტამბოლის ჩემპიონთა ლიგის ფინალების გამოცდილებასაც გაითვალისწინებს.

ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, 5 მილიონი ფუნტი დამატებითი ღობეებისა და ჭიშკრების დამონტაჟებაზე დაიხარჯა, კარები კი მაგნიტური ჩამკეტი სისტემებით გამაგრდა. ორგანიზატორების თქმით, ეს კარების გაჭრის შემთხვევებს აღმოფხვრის.

ასევე, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ვიდეოთვალთვალის სისტემების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების დამატებითი საკონტროლო ოთახის ამოქმედებაზე დაიხარჯა, რომელშიც კონტროლს 18 თანამშრომელი გაუწევს. ახალი განყოფილება პასუხისმგებელი იქნება სტადიონის გარეთ მიმდინარე მოვლენების მონიტორინგზე, მათ შორის მეტროსადგურებსა და ბარებში.

ფინალის დღეს, სტადიონზე 2500-ზე მეტი სტიუარდი იმუშავებს, რაც „უემბლის“ რეკორდი იქნება. FA-ს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი, მათთვის დამატებითი კამერების დამაგრებაზე გამოიყო.

გულშემატკივრები, სტადიონთან მისასვლელად სამეტაპიან შემოწმებას გაივლიან.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები