გიგა ჭიკაძე, არნოლდ ალენი
Aa
Aa

„კარგი კრივი აქვს, რთული მეტოქეა“ | ალენმა ჭიკაძის ძლიერი მხარეები დაასახელა

UFC-ის მებრძოლმა, არნოლდ ალენმა გიგა ჭიკაძესთან გასამართ ჩხუბზე ისაუბრა. 30 წლის ინგლისელმა „ნინძას“ ძლიერი მხარეები დაასახელა და ივარაუდა, რომ ქომაგები იხილავენ ომს, რომელიც ძირითადად, დგომში წარიმართება.

„ყველამ იცის, ჭიკაძეს საუკეთესოდ რა გამოსდის. ძალიან კარგი კიკბოქსინგი აქვს, მშვენიერი ფინიშერია, ფეხით განხორციელებული დარტყმები შესანიშნავად გამოსდის, კარგი კრივით გამოირჩევა და მუხლებით ფანტასტიკურად ურტყამს. მაღალია, დისტანციიდან ბრწყინვალედ ჩხუბობს და სიმტკიცეც არ აკლია, რაც კელვინ კატართან ბრძოლაშიც გამოჩნდა, როცა არ დანებდა და ბოლომდე მივიდა.

გიგა რთული მეტოქეა. ედსონ ბარბოზამ ძლიერად მოარტყა, მაგრამ ჭიკაძემ ჩხუბი შემოაბრუნა და ბრაზილიელი დააფინიშა. ბარბოზა მაგარი ბიჭია და ჭიკაძემ დაანოკაუტა. ასე რომ, ძნელი ჩხუბი მელოდება. დარწმუნებული ვარ, ბრძოლისთვის კარგად იქნება მომზადებული და ვფიქრობ, კარგ დაპირისპირებას ვიხილავთ. ასეთი ჩხუბები მებრძოლებს საშუალებას აძლევენ, თავიანთი თავის საუკეთესო ვერსია წარმოაჩინონ და მჯერა, ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება. მგონია, დგომში წარმართულ ომს იხილავთ“.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2023 წლის აგვისტოში გამართა და ალექს კასერესი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. „ნინძა“ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 პოზიციას იკავებს, ალენი კი მე-6 ადგილზეა და მათი ბრძოლა UFC 304-ის ფარგლებში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიორგი მიქაუტაძის გამო, სენტ-ეტიენი უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს
გიორგი მიქაუტაძის გამო, სენტ-ეტიენი უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებს