ივან ჰაშეკი
Aa
Aa

„საქართველოსა და ჩეხეთის მატჩს ფავორიტი არ ეყოლება“ | რა თქვა ივან ჰაშეკმა

ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. ჰაშეკმა განაცხადა, რომ საქართველოსთან და თურქეთთან გასამართ მატჩებს ფავორიტი არ ეყოლება, პორტუგალია კი ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

„სათამაშო ტაქტიკაზე ბევრს ვსაუბრობთ და რამდენიმე ვარიანტი შევარჩიეთ. მთავარი ისაა, რომ გუნდს ხასიათი აქვს, რაც მარტში გამართულ შეხვედრებშიც გამოავლინა. მოსამზადებელი ეტაპისა და ვარჯიშების დაწყებას ველოდებით, რომელთა დროსაც, ტაქტიკურ სქემებს დავამუშავებთ. არ გვინდა, მეტოქეებმა შეგვისწავლონ და ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, მათ რაიმე სახის ინფორმაცია მივაწოდოთ.

გვყავს ადამიანები, რომლებიც ჩვენს მოწინააღმდეგეებს აკვირდებიან. დღეს, განვიხილეთ ლოჯისტიკური საკითხები თუ სად უნდა დავესწროთ პორტუგალიის, თურქეთისა და საქართველოს თამაშებს. თითოეული მეტოქის ანალიზი მოვახდინეთ და საქართველო და თურქეთი არიან გუნდები, რომლებთანაც მაქსიმუმის გაკეთება იქნება საჭირო. მათთან გასამართ შეხვედრებს ფავორიტი არ ეყოლება. მათ წამყვან ძალას დიდ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელები წარმოადგენენ, ხოლო პორტუგალიას რაც შეეხება, პირადად მე, სელესაოს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად ვთვლი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი პირველ თამაშში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის სიმბოლური ნაკრები | კანისარესის აზრით მამარდა ლა ლიგაში საუკეთესო იყო
სეზონის სიმბოლური ნაკრები | კანისარესის აზრით მამარდა ლა ლიგაში საუკეთესო იყო