ენტონი ედვარდსი, კარლ-ენტონი თაუნსი, ლუკა დონჩიჩი, რუდი გობერი, კაირი ირვინგი
Aa
Aa

მინესოტა ბოლომდე იბრძვის | დალასმა სერია ვერ დახურა და პირველად წააგო

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში, ბრძოლა გრძელდება. „დალას მავერიქსს“ შეეძლო, სუპერფინალის საგზური მეოთხე შეხვედრაში მოეპოვებინა და „მინესოტა ტიმბერვულვზი“ დაემარცხებინა, მაგრამ ტექსასელებმა სერიაში პირველად წააგეს და მატჩი 100:105 დათმეს.

„მინესოტამ“ გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედის დასკვნით ნაწილში მოიპოვა. საფინალო სირენამდე 6 წუთით ადრე, „დალასი“ 1 ქულით იგებდა, მაგრამ კარლ-ენტონი თაუნსის უმნიშვნელოვანესი სამიანებისა და ენტონი ედვარდსის კარგი თამაშის წყალობით, „ტიმბერვულვზმა“ მოიგო.

„მინესოტას“ რიგებში საუკეთესო სწორედ ედვარდსი იყო - 29 ქულა, 10 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა. თაუნსმა 25 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტი გააკეთა. რუდი გობერმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 13 ქულა, 10 მოხსნა. არც თუ ისე კარგი მატჩი ჰქონდათ „დალასის“ ლიდერებს. ლუკა დონჩიჩმა სამმაგი დუბლი გააკეთა და 28 ქულა, 15 მოხსნა, 10 პასი დააგროვა, მაგრამ 21-დან მხოლოდ 7 ბურთი ჩააგდო. კაირი ირვინგმა 18-დან 6 სროლა გამოიყენა და 16 ქულა დააგროვა.

ცნობისთვის, „დალასი“ სერიაში 3:1-ს იგებს და მომდევნო მატჩი „მინესოტას“ საშინაო არენაზე გაიმართება. მეხუთე შეხვედრას 31 მაისს ვიხილავთ და თბილისის დროით, 04:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია და ლევანტეს ორიგინალური იდეა | ქოჩორაშვილს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს
ილია და ლევანტეს ორიგინალური იდეა | ქოჩორაშვილს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს