ვინჩენცო იტალიანო, ხოსე ლუის მენდილიბარი
Aa
Aa

“მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ“ - მენდილიბარი და იტალიანო ფინალის წინ

კონფერენს ლიგის ფინალში ოლიმპიაკოსი ათენში ფიორენტინას უმასპინძლებს. მატჩის წინ, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

იტალიანო:

„ფინალი ცეცხლით უნდა ვითამაშოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გასული სეზონის შედეგი არ დაფიქსირდეს. ამჯერად ვეცდებით, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ. რასაც ყოველთვის ვამბობდი მოედანზე და მის იქით არის ის, რომ საკუთარი იდენტობა არ უნდა დავკარგოთ. აუცილებლად უნდა ვიყოთ იდენტობისა და კონკრეტული სულისკვეთების ერთგული.“

მენდილიბარი:

„ჩვენი მოგზაურობა ამ ფინალში საკმაოდ ჰგავს შარშან სევილიასთან ერთად გატარებულ პერიოდს. პერიოდს, რომლის შესახებაც ყველამ იცის, თუმცა კონტექსტი და გუნდი განსხვავებულია. ამიტომ შედარება არ შეიძლება. მშვიდად უნდა ვიყოთ. ჩვენს რუტინაში რამის შეცვლა არასწორი იქნება. ეს ფინალია და უნდა მივუდგეთ მატჩს ისე, როგორც ამას პლეი-ოფში ვაკეთებდით.

კარგად ვხედავ ჩემი ფეხბურთელების აღფრთოვანებას და მოტივაციას. ისინი ძალიან იშვიათად იწყენენ. მათ საკუთარი თავის სჯერათ, ყველაფერს აკეთებენ ვარჯიშზე და ყველა მათგანს სურს ამ მატჩში მონაწილეობის მიღება.“

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიაკოსისა და ფიორენტინას დაპირისპირება 30 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

ასევე შეგახსენებთ, მენდილიბარმა გასულ წელს სევილიასთან ერთად ევროპის ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფაბრიციო რომანო: “კონტეს კონტრაქტი 3-წლიანი იქნება“
ფაბრიციო რომანო: “კონტეს კონტრაქტი 3-წლიანი იქნება“