მილანი, მადრიდის რეალი, კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: “თუ იტალიაში წავალ, მილანში ვითამაშებ“

როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპემ პარი სენ ჟერმენი დატოვა. ფრანგ სუპერვარსკვლავს მადრიდის რეალში ელიან.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო მბაპეს უკანასკნელი ინტერვიუდან საინტერესო მონაკვეთს გვიზიარებს.

მბაპე:

„იტალიური ფეხბურთი? არასდროს იცი რა მოხდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ თუ ერთ დღეს იტალიაში წავალ, მილანში ვითამაშებ. ბავშვობიდან მილანის გულშემატკივარი ვიყავი და სერია ა-ში მათ ყველა თამაშს ვუყურებ. ჩემი მთელი ოჯახი მილანის გულშემატკივარია.“

შეგახსენებთ, რომ მრავალი წელია კილიანს მადრიდის რეალს უკავშირებენ. ესპანური და ფრანგული მედიის ინფორმაციით, ფრანგი შემტევი სულ მალე „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველა შეთავაზებას განიხილავს - კაზემიროს საუდის არაბეთში ეპატიჟებიან
ყველა შეთავაზებას განიხილავს - კაზემიროს საუდის არაბეთში ეპატიჟებიან