ოფიციალურად - ბელინგემი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია
ლა ლიგის 2023/2024 წლების სეზონი მადრიდის რეალმა მოიგო. წლის საუკეთესო ფეხბურთელი კი ჯუდ ბელინგემი გახდა. ინფორმაცია ლა ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
ინგლისელ ნახევარმცველს ნამდვილად ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა. ჯუდმა ლა ლიგის გასულ სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
იყო მატჩები, რომლებიც „სამეფო კლუბმა“ პირადად ბელინგემის გოლებით მოიგო. განსაკუთრებით გამოსარჩევია პირველი წლის ელ კლასიკო. 20 წლის ნახევარმცველმა კატალონიის ბარსელონას 2 გოლი გაუტანა. ჯუდმა რეალის ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ნახევარმცველი მადრიდულ გრანდს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
???????????? Ha sido EL MEJOR.
— LALIGA (@LaLiga) May 28, 2024
???????? ¡@BellinghamJude (@RealMadrid) es el mejor jugador de la temporada en #LALIGAEASPORTS!@easportsfces | @Globe_Soccer#LALIGAPOTM | #PREMIOSLALIGA#LALIGAAWARDS | #GlobeSoccer pic.twitter.com/6i8NsGaZsE