ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

სეზონის ტოპ 5 საგოლე პასი - კარლსრუემ ბუდუს პასი გამოარჩია

ბუნდესლიგა 2 დასრულდა. კარლსრუეს ოფიციალურმა იუთუბ არხმა სეზონის საუკეთესო 5 საგოლე გადაცემა გამოარჩია. ერთ-ერთი კი ბუდუ ზივზივაძის აღმოჩნდა, რომელიც მან „მაგდებურგის“ წინააღმდეგ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში თავად ბუდუმ დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ კარლსრუემ ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა. ქართველი ფეხბურთელი გუნდმა 34 მატჩიდან 15 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა, ხოლო 9 წააგო.

თავად ზივზივაძემ კი გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის ბუდუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ზალცბურგში იმყოფება და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის ოცნება - კონტეს დანიშვნის შემდეგ დიბალას ტრანსფერი
ნაპოლის ოცნება - კონტეს დანიშვნის შემდეგ დიბალას ტრანსფერი