ოფიციალურად - პსჟ-მ ნაპოლის ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი შესთავაზა
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ. ქართველ ფეხბურთელს პარი სენ ჟერმენს უკავშირებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიელი გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს.
ვიგებთ, რომ პარიზული გრანდის ინტერესი რეალურია და კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ შეტევის გაძლიერება დღის წესრიგში დგას.
დი მარციოს ცნობით, პარი სენ ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ ნაპოლის ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ფრანგები 100 მილიონ ევროს იხდიან.
ჟურნალისტი იმასაც წერს, რომ ახლა ყველაფერი ნაპოლიზეა დამოკიდებული, რომელიც აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს ანტონიო კონტესთან. სწორედ მასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება გაყიდიან, თუ არა ქართველ ვარსკვლავს.