ყველა შეთავაზებას განიხილავს - კაზემიროს საუდის არაბეთში ეპატიჟებიან
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს. ბრაზილიელი ნახევარმცველი კარგ ფორმაშია და ის ნებისმიერ კლუბს მოერგება.
GOAL-ის ინფორმაციით, კაზემიროს გადაბირება ორ არაბულ კლუბს სურს. საუბარი ალ აჰლიზე და ალ ქადისიაზეა.
წყაროს ცნობით, ახლა საკითხავი ის არის, თუ რომელი გუნდი უფრო კარგ პირობებს შესთავაზებს კაზემიროს.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია რა სურს თავად ფეხბურთელს. არ არის გამორიცხული, რომ მან კვლავ ევროპაში დარჩენა გადაწყვიტოს, ან სამშობლოში დაბრუნება.
მიუხედავად ამისა, ამ მომენტისთვის, ბრაზილიელი ნახევარმცველი ყველა შეთავაზებას აქტიურად განიხილავს.
შეგახსენებთ, რომ კაზემირო მანჩესტერ იუნაიტედს 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, „წითელი ეშმაკების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 83-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.