რომა, ნაპოლი, ანტონიო კონტე, პაულო დიბალა
Aa
Aa

ნაპოლის ოცნება - კონტეს დანიშვნის შემდეგ დიბალას ტრანსფერი

როგორც მოგეხსენებათ, ანტონიო კონტე ნაპოლიში მუშაობასთან ძალიან ახლოს არის. ამის პარალელურად, „პარტენოპეი“ პაულო დიბალას ტრანსფერზე ოცნებობს.

არგენტინელ შემტევს რომასთან კონტრაქტი აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა იტალიური გუნდებისთვის 20 მილიონი ევროა, ხოლო ევროპული კლუბებისთვის 12.

Football Italia-ს ცნობით, „ჯალოროსის“ იმედი აქვს, რომ 30 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს და გამოსასყიდი თანხაც გაიზრდება.

აურელიო დე ლაურენტისს დიბალას ტრანსფერში ანტონიო კონტეს იმედი აქვს. წლების განმავლობაში კონტე და პაულო იუვენტუსში მუშაობდნენ. ცნობილია, რომ ოსიმენს ნაპოლის დატოვება სურს და მისი შემცვლელის მოყვანა აუცილებელია.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი რომას 2022 წელს შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 77 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 34 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მელიებიდან არისტოკრატებში | პოჩეტინოს ენცო მარესკა შეცვლის
მელიებიდან არისტოკრატებში | პოჩეტინოს ენცო მარესკა შეცვლის